logo
ENG



"არავითარი პატიება, მხოლოდ ჰამასის განადგურება" - ისრაელის თავდაცვის მინისტრი სამხედროებს

19 ოქტ 202322:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/19/1t14mfgoal2i71f.jpg

"არავითარი პატიება, მხოლოდ ჰამასის განადგურება" - ამ სიტყვებით მიმართა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზას საზღვართან შეკრებილ სამხედროებს.  

"თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში, ჩვენ გენდობით და თქვენი იმედი გვაქვს, განაგრძეთ წვრთნა", - განაცხადა მან. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

 

 
 
 

 

 

close დახურვა